მთავარ შინაარსზე გადასვლა
პირველი პარტია საქართველოში ნოემბრის დასაწყისში ჩამოდის — უკვე მიიღება წინასწარი შეკვეთები. სიის ნახვა →
Celadon
სია
ჩვენ შესახებ

Celadon

Celadon თბილისში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც საქართველოში Chrysanthos-ის კერამიკულ ჭიქურებსა და ფერებს წარმოადგენს. Chrysanthos-თან გვაქვს ექსკლუზიური სადისტრიბუციო ხელშეკრულება — პროდუქცია მწარმოებლისგან პირდაპირ შემოგვაქვს.

სახელი ჭიქურის ერთ-ერთი უძველესი ტიპიდან მოდის: სელადონი რბილი, მომწვანო ფერის ჭიქურია, რომელსაც ყველა კერამიკოსი იცნობს. ჩვენთვის ის ორ რამეს ნიშნავს — ხარისხს და ცოდნას, რომელიც ჭიქურს თან უნდა ახლდეს.

რატომ ცოდნა და არა მხოლოდ პროდუქტი

ქართულ სტუდიებს ხარისხიანი მასალა სჭირდებათ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად — ინფორმაცია: როგორ წაისვას ფუნჯით გამჭვირვალე ჭიქური, რომელ კონუსზე გამოიწვას, როდის არის ნაკეთობა საკვებისთვის უსაფრთხო. ამიტომ ყველა პროდუქტს ქართული ინსტრუქცია ახლავს, ტექნიკურ კითხვებზე კი მწარმოებლის გუნდთან ერთად გპასუხობთ.

ჩვენი ისტორია

Celadon დააფუძნა დავით სურგულაძემ. ათი წლის წინ ის სკოლის დასასრულებლად ჩინეთში გადავიდა და იქვე, ცინხუას უნივერსიტეტში (Tsinghua University), ბაკალავრის ხარისხი მიიღო.

ხელოვნებით ჯერ კიდევ სკოლაში დაინტერესდა. ცინხუაში ჩინური ტუშის ფერწერის კურსებს გადიოდა, მოგზაურობისას კი მუზეუმებს სტუმრობდა — პარიზის ლუვრს, მადრიდის პრადოს, ციურიხის Kunsthaus-ს და პეკინის სამხატვრო მუზეუმებს. ხელოვნებას სრულად ვერ მიუძღვნა თავი, თუმცა თანდათან ჩამოუყალიბდა სურვილი, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს თავადაც რამე შეემატებინა.

ასე დაიწყო Celadon-ის ისტორია და მისი გზა Chrysanthos-მდე. Chrysanthos-ის დამფუძნებელს, ტონი კრისაფის, იგივე მიზანი ამოძრავებს: კერამიკოსებს ხელმისაწვდომი იყოს ხარისხიანი ფერები და ჭიქურები — ყველა ტექნიკისა და გემოვნებისთვის. ეს საერთო ხედვა გახდა ჩვენი თანამშრომლობის საფუძველი.

დღეს Celadon ემსახურება სტუდიებს, მასწავლებლებსა და დამოუკიდებელ კერამიკოსებს — თბილისში და მთელ საქართველოში.

შპს სელადონი არის Chrysanthos-ის პროდუქციის დამოუკიდებელი, ექსკლუზიური ავტორიზებული დისტრიბუტორი საქართველოში. Chrysanthos მწარმოებლის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია.

დაგვიკავშირდით

კითხვა ჭიქურზე, გამოწვაზე ან შეკვეთაზე? მოგვწერეთ — ერთი სამუშაო დღის განმავლობაში გიპასუხებთ.

  • ელფოსტაdatisurguladze@gmail.com
  • მისამართითბილისი. შოურუმი ჯერ არ გვაქვს — შეხვედრა შეთანხმებით.