მთავარ შინაარსზე გადასვლა
პირველი პარტია საქართველოში ნოემბრის დასაწყისში ჩამოდის — უკვე მიიღება წინასწარი შეკვეთები. სიის ნახვა →
Celadon
სია
საფუძვლები

კონუსები და გამოწვის ტემპერატურა

რატომ წერია ჭიქურაზე „კონუსი 06–04“ და არა ზუსტი გრადუსი, და როგორ შეარჩიოთ ჭიქური თქვენი ღუმლისთვის.

კონუსი ზომავს „სითბურ სამუშაოს“, არა მხოლოდ ტემპერატურას

ჭიქური დნება არა მხოლოდ კონკრეტულ ტემპერატურაზე, არამედ იმის მიხედვით, რამდენ ხანს და რა სიჩქარით ხურდებოდა. პიროსკოპული კონუსი (მაგ. Orton) ზუსტად ამას ზომავს: ის იღუნება მაშინ, როცა ღუმელმა საკმარისი სითბო „გააკეთა“.

ამიტომ ერთი და იგივე კონუსი სხვადასხვა გრადუსს შეესაბამება: ნელი გახურებისას ჭიქური ცოტა დაბალ ტემპერატურაზეც მწიფდება, სწრაფისას — ცოტა მაღალზე. სხვაობა ჩვეულებრივ 10–20°C-ია.

ამიტომ Celadon-ის საიტზე ჯერ კონუსი წერია, ტემპერატურა კი მიახლოებით (დაახლ.).

კონუსები, რომლებსაც ჩვენს კატალოგში ნახავთ

კონუსიდაახლ. °Cდიაპაზონი
010890რაკუ
07980დაბალი გამოწვა
061000დაბალი გამოწვა
051050დაბალი გამოწვა
041060დაბალი გამოწვა
031100დაბალი გამოწვა
41190საშუალო გამოწვა
61220საშუალო გამოწვა
81260საშუალო–მაღალი
101310მაღალი გამოწვა

ტემპერატურები დამრგვალებულია Chrysanthos-ის კატალოგის მონაცემებიდან. ყურადღება მიაქციეთ: კონუსი 06 (ნული წინ) დაბალი გამოწვაა, კონუსი 6 — საშუალო. ეს ორი ხშირად ერევათ.

როგორ შევარჩიოთ ჭიქური

  1. გაიგეთ, რა ტემპერატურაზე იწვება თქვენი თიხა. ჭიქურის დიაპაზონი თიხის დიაპაზონს უნდა ემთხვეოდეს.
  2. შეამოწმეთ ღუმელი. კონტროლერის ჩვენება და რეალური სითბო ყოველთვის არ ემთხვევა — ახალ ღუმელში ან ახალ პროგრამაზე ღირს საკონტროლო კონუსის ჩადება.
  3. ჭიქურის დიაპაზონში დარჩით. „კონუსი 06–04“ ნიშნავს, რომ ჭიქური სწორად მწიფდება ამ ორს შორის ნებისმიერ წერტილში. დიაპაზონს მიღმა ფერი, ზედაპირი და საკვებთან უსაფრთხოება შეიძლება შეიცვალოს.
  4. ტესტ-ნიმუში. ახალ ჭიქურს ჯერ პატარა ფილაზე სცადეთ, თქვენს თიხაზე და თქვენს ღუმელში.

დაბალი, საშუალო თუ მაღალი?

  • დაბალი გამოწვა (კონუსი 07–03): თბილისის სტუდიების უმეტესობა. Café Color, Café Color G, Superior Glaze, Low Sheen, Antique, Crackle, Fantasy.
  • საშუალო გამოწვა (კონუსი 4–8): High Fire Glaze, Matt Glaze H, Pastel Glaze H, Volcano, Supernova.
  • მაღალი გამოწვა (კონუსი 10-მდე): Stoneware Glaze, Stoneware Exotic.
  • ფართო დიაპაზონი: Underglaze და One Stroke ფერების უმეტესობა კონუს 06-დან 10-მდე უძლებს — ზუსტი დიაპაზონი ფერზეა დამოკიდებული.